ჩვენს შესახებ
კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკს Consilium Precision Diagnostics წარმოადგენს სამედიცინო სერვისების მიწოდების დაგეგმვისა და უზრუნველყოფის კომპანიას, რომელიც აკავშირებს პაციენტსა და კლინიკას. მისი მოქმედების სფეროა სამედიცინო ტურიზმი, რომლის ზრდის ტემპებიც ტურიზმის სხვა სეგმენტებს შორის ყველაზე მაღალია. ამას ხელს უწყობს რიგირ გარემოებები, მათ შორის ისიც, რომ პაციენტი ირჩევს მისთვის სასურველ ქვეყანას, ექიმს, კლინიკას, სადაც მას შესთავაზებენ ყველაზე თანამედროვე სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მეთოდებს ხელმისაწვდომ ფასად. სამედიცინო ტურიზმი ასევე უცხოელი პაციენტების ქვეყნის შიგნით შემოყვანას და სერვისის მიწოდებასაც გულისხმობს, სამედიცინო მომსახურების კუთხით ეს შეიძლება იყოს პრევენცია, რეაბილიტაცია, მკურნალობა (მათ შორის ოპერაციული).
კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკის ინტერესი პაციენტის ძირითად ინტერესს ემთხვევა - მიიღოს საუკეთესო მომსახურეობა. მთავარია, ზედმიწევნით ზუსტად იქნეს განსაზღვრული მომხმარებლის საჭიროებები, განისაზღვროს შესაბამისი ჯანდაცვის დაწესებულება და მთელი პროცესის განმავლობაში ჰქონდეს კომპანიას მჭიდრო კავშირი პაციენტთან, რომ ერთად დავრწმუნდეთ პროცესის საუკეთესო გამოსავალში.
კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკის გუნდი დაკომპლექტებულია ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისაგან. ისინი თანამშრომლობენ ყველაზე პრესტიჟულ და წარმატებულ კლინიკებთან და ჰოსპიტალებთან საზღვარგარეთ.
ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოში საუკეთესო კლინიკები და ექიმები, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მიმართონ ავადმყოფთა განკურნებისთვის.



კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკს არის სრულიად ახალი კონცეფციის სამედიცინო მომსახურეობა, რომელიც გულისხმობს, საერთაშორისოდ აღიარებული ექიმებისგან მიიღოთ მაღალკვალიფიციური დასკვნა ჯანმრთელობის შესახებ შესაბამისი დანიშნულებით და სამოქმედო გეგმით, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა.
კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკს სარგებლობს უახლესი ინტერაქციული სისტემით, რაც გულისხმობს საერთაშორისო სამედიცინო სერვისებზე წვდომას, მკურნალობის მაღალი ხარისხის და საუკეთესო გამოსავლის მაღალი ალბათობით.
კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკს წარმოადგენს რა ბევრი მიმართულებით მომუშავე ჰოსპიტლების ოფიციალურ პარტნიორს, მოქნილი სტრუქტურისა და სისტემის წყალობით, მომხმარებელს სთავაზობს შეღავათიან გადახდის სისტემებს და საუკეთესო ფასს. საუკეთესოდ შერჩეული ექიმი, ჰოსპიტალი და მკურნალობის ტაქტიკა უზრუნველყოფს ფინანსებისა და დროის დაზოგვას საუკეთესო გამოსავლით.
კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკი არის რა პარტნიორი ევროპის უმაღლესი დონის საუნივერისტეტო კლინიკებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, პაციენტებს სთავაზობს მათი სამედიცინო დოკუმენტაცია განხილულ იქნეს არაერთი დარგის წამყვანი სპეციალისტის მიერ, ექიმთა ე.წ. ბორდის პრინციპით. მათ უმაღლეს პროფესიულ ცოდნასა და უდიდეს პრაქტიკაზე დაყრდნობით, კონსილიუმის წესით განხილვის მიდგომა უალტერნატივოა სწორი ტაქტიკის დასახვისთვის!
კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკისთვის მიმართვის შემთხვევაში, დიაგნოზის, მკურნალობის კურსის, დაავადების მართვის ოპტიმალურ მეთოდზე გაიგებთ იმ სპეციალისტების მოსაზრებას, რომელსაც პაციენტი მიმართავს დამოუკიდებლად - საკუთარი სურვილით.
განსაკუთრებით მნიშნელოვანია კოსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკის მომსახურეობა იმ შემთხვევაში თუ:
-
პაციენტი არ არის დარწმუნებული დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის მართებულობაში;
-
პაციენტს სურს არსებული დიაგნოზის გადამოწმება;
-
სურს დარწმუნდეს ნამდვილად სარგებლობს თუ არა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით;
-
როცა დანიშნული მკურნალობის კურსი დაავადებასთან უძლურია და სხვა.
-
ყველა პაციენტს აქვს უფლება მისთვის გასაგები ფორმით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და მოიძიოს განსხვავებული აზრი და მიდგომა - საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
-
პაციენტის კანონიერი უფლება და არჩევანია, მიმართოს საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტებს და გაიგოს, რას ურჩევენ. ეს არ წარმოადგენს რაიმე საჩოთიროს და ბევრი ახსნა-განმარტება არაა აუცილებელი იმისთვის, თუ ალერნატიულ აზრს რატომ ეძიებს ავადმყოფი.
-
კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკსი წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ექიმებთან.
-
კონსულტაციაზე პაციენტმა თან უნდა იქონიოს ყველა სამედიცინო ჩანაწერი (ფორმა #100, რადიოლოგიური კვლევები, სისხლის სხვადასხვა ანალიზის პასუხები, ინფორმაცია დანიშნული მედიკამენტების შესახებ და ა.შ);
ა) დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ინგლისურად ან იმ ენაზე, რომელ ქვეყანაშიც გსურთ მომსახურების მიღება.
ბ) თუ სარგებლობთ კერძო დააზღვევით შეგიძლიათ გადაამოწმოთ პირად სადაზღვევო მენეჯერთან აზღვევს თუ არა თქვენი პაკეტი Second Opinion-ის სერვისს.