top of page

თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან ცენტრებთან და კლინიკებთან

კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკსი ყოველდღე მუშაობს იმისთვის, რომ ყველაპაციენტს, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სურს, შეერჩეს შესაბამისი კლინიკა,საჭიროების შემთხვევაში მისი ტრანსპორტირება მოხდეს მსოფლიოს წამყვან
კლინიკაში, ყველა აუცილებელი რეკომენდაცის დაცვით, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.
ადექვატური დანახარჯით მიიღებთ სასურველ შედეგს - თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი ექიმები.
კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკსი პარტნიორებია მსოფლიო სამედიცინო ბაზრის ცნობილი კლინიკები, მათ შორისაა წამყვანი კლინიკები ესპანეთში, თურქეთში, გერმანიასა და ისრაელში.


Instituto Valenciano de Oncología Foundation
IVO - საქვეყნოდ ცნობილი ვალენსიის ონკოლოგიური ინსტიტუტი - საუკეთესო მრავალმხრივ მკურნალობას სთავაზობს ონკოლოგიურ პაციენტებს მათი დაავადების ყველა სტადიაზე, ადრეული დიაგნოზიდან, in vivo და in vitro,
მკურნალობამდე. ონკოლოგიური პროცესის ეს ჰოლისტიკური მიდგომა გაცილებით ჰუმანური მოპყრობისა და ეფექტურობის უფრო მაღალი მაჩვენებლის გარანტიას იძლევა. In vivo და in vitro კიბოს დიაგნოსტიკა კიბოს დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა სიმსივნის ნიმუშის (ბიოფსია) აღება და შემდგომი ანალიზი მიკროსკოპის ქვეშ. ზოგადად, ნიმუში უნდა იყოს
ქსოვილის ნაჭერი, თუმცა ზოგჯერ მიზანშეწონილია სისხლის ტესტირება თხევადი ბიოფსიის ჩატარებით.
კიბოს დიაგნოზის ფორმირებაში ჩართულია ხუთი სამედიცინო დარგი თავისისპეციალისტებით:

  1. რადიოლოგია

  2. ბირთვული მედიცინა

  3. პათოლოგიური ანატომია

  4. მოლეკულური ბიოლოგია

  5. კლინიკური ანალიზი და მიკრობიოლოგია
     

პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია კომპიუტერულ სკანირებასთან ციფრული ტექნიკით გამოირჩევა , PET უზრუნველყოფს მეტაბოლურ ინფორმაციას სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოებზე და შეიძლება გამოჩნდეს ადრეული
ცვლილებები სპეციფიკურ ჩანართში, ძირითადი ონკოლოგიურ, ასევე ნეიროფსიქიატრიულ, გულით ან რომელიმე ტიპის ანთებით დაავადებულებში. ეს ხდება ძალიან ადრე - მანამდე, სანამ მორფოლოგიური ცვლილებები გამოვლინდება.

IVO ახორციელებს PET სკანს 2000 წლიდან, ამიტომ მათი გამოცდილება დიდია.
PET-CT კვლევა ძირითადი არჩევანია ონკოლოგიურ პრაქტიკაში. ბირთვული მედიცინა ონკოლოგიაში ფუნდამენტური სფეროა, რომელიც ჩართულია ამ პაციენტებზე ჩატარებული დიაგნოსტიკური პროცედურების 80- 90%-ში.

Genesis Care

გენეზის ქეა - ეს არის კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს სამსივნური და
არასიმსივნური დაავადებების თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკისა და
მკურნალობის სერვისებს ესპანეთის უდიდეს კლინიკებში.

რას გთავაზობთ GenesisCare?
მათი ექიმები არიან საერთაშორისო ლიდერები კიბოს მკურნალობის დარგში, აქვთ ცენტრები შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთში. ესპანეთში სულ 18 სამკურნალო ცენტრია სამედიცინო ონკოლოგიის,
რადიოთერაპიის, გენეტიკური კონსულტაციისა და ისეთი არაონკოლოგიური დაავადებებისთვის, როგორიცაა კეთილთვისებიანი პათოლოგიები. დიდი გამოცდილება თანამედროვე ცოდნასთან ერთად უზრუნველყოფს საუკეთესო
შედეგს!
გენეზის ქეას ექიმები ყოველდღიურად უახლესი ტექნოლოგიით მკურნალობენ კიბოს სხვადასხვა ფორმებს, სწორედ ამიტომ უპრიანია აირჩიოთ GenesisCare-ს კლინიკები, სადაც ნამდვილად ხარისხიან მკურნალობას სთავაზობენ პაციენტებს. მათი შედეგები ეფუძნება თანამედროვე მიდგომებს ინოვაციების საშუალებით, მათ განკარგულებაშია მკურნალობის უახლესი დადასტურებული ტექნოლოგიები, მინიმალური შესაძლო გვერდითი ეფექტებით. პერსონალიზებული მედიცინა ახალ შესაძლებლობებს უქმნის პაციენტს, მიმართულია სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. პერსონალიზებული მედიცინა გულისხმობს ადამიანების მკურნალობას და არა მხოლოდ კიბოს.
Genesis Care:
ჩვენ უზრუნველვყოფთ კიბოს ხარისხიან მკურნალობას! ვმუშაობთ კიბოს წამყვან ექსპერტებთან და ჯანდაცვის გუნდებთან, რათა მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს და გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი ჩვენი პაციენტებისთვის. ჩვენ ვმკურნალობთ ყველა ტიპის სიმსივნეს და ვთავაზობთ ყოვლისმომცველ გეგმას, რომელიც მოიცავს ბევრ სიახლეს თერაპიაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჩვენი მაღალკვალიფიციური კიბოს ექსპერტები მუშაობენ გუნდურად, რათა უზრუნველვყოთ, - ყველა პაციენტს ჰქონდეს კიბოს ხარისხიანი მკურნალობა დიაგნოზიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

 

IMO Grupo Miranza Barcelona – ესპანეთის ფლაგმანი კლინიკა (გაშენებულია 24000 კვადრატულ მეტრზე), რომელიც
აშენდა ცნობილი არქიტექტორ ჯოზეპ ლინასის პროექტით, აღჭურვილია
ულტრათანამედროვე დანადგარებითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც
სპეციალურადაა შექმნილი პაციენტებისთვის და მათი თანმხლები პირებისთვის.
IMO Grupo Miranza Barcelona აკრედიტებულია ცნობილი ერთობლივი კომისიის
საერთაშორისო ხარისხის აკრედიტაციით JCI , რაც ხარისხიანი ჯანდაცვის ჩინებული
სიმბოლოა, ეს არის ერთადერთი კლინიკა ესპანეთში, რომელიც ეძღვნება
ექსკლუზიურად ოფთალმოლოგიას, რომელსაც აქვს ასეთი აკრედიტაცია(პირველად 2017
წელს მოიპოვა და 2020 წელს განაახლა).
IMO Grupo Miranza Barcelona-ში ნახავთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო გუნდს და
მედიცინის უახლეს შესაძლებლობებს!


კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკსის საშუალებით, გეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლოთ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურებით საზღვარგარეთ. ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით, აღარ
კარგავთ ზედმეტ დროს (შესაბამისად, დამატებით თანხას) ვიზიტის ორგანიზებისთვის, რადგან ყველა საჭირო დეტალს ჩვენი გუნდი აგვარებს. საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ კვირის ნებისმიერ დღეს, მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია უცხოეთში მკურნალობასთან დაკავშირებით, გაეცანით ყველაზე სრულფასოვან სამედიცინო პაკეტს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ქვეყანა, კლინიკა თუ ექიმი. ჩვენი პარტნიორთა სია ასეულობით სამედიცინო ცენტრისგან შედგება, შესაბამისად, პაციენტს და პაციენტის ახლობელს აქვს გაცილებით მეტი არჩევანის საშუალება.

პარტნიორი კლინიკები მსოფლიოს გარშემო

Invio logo
logo-imo
FIXED-GenesisCare_Logo_Green_Desktop-1-1
bottom of page