top of page
 checking patient

ჩვენს შესახებ

ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია

კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის მკურნალობა მოითხოვს განსაკუთრებით ფართო თვალსაწიერს - ცოდნას და გამოცდილებას, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მთლიანად მოერგოს პაციენტის მოთხოვნას.  ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ქირურგის შერჩევაში,  თქვენი სურვილის სისრულეში მოსაყვანად, ადექვატური,  თქვენთვის ხელმისაწვდომი და შესაფერისი სხვადასხვა ალტერნატივის გაცნობისათვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ,  მიიღოთ მაქსიმალური შედეგი, გაუმჯობესდეს თვითშეფასება, სოციალური ინტეგრაცია და ცხოვრების ხარისხი.

  ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილებები აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით, ამასთან ერთად, უზრუნველყოფს პაციენტის კომფორტს და უსაფრთხოებას.

პროცედურები

• მკერდის გადიდება

• მკერდის ლიფტინგი (მასტოპექსია)

• მკერდის შემცირება

• ცხვირის ქირურგია (რინოპლასტიკა)

• ქუთუთოების ქირურგია (ბლეფაროპლასტიკა)

• წარბების ენდოსკოპიური ლიფტინგი

• ყურის კორექცია (ოტოპლასტიკა)

• სახის ლიფტინგი

• სხეულის კონტურინგი

• აბდომინოპლასტიკა

• ლიპოსაქცია

•  ვენების მკურნალობა (სკლეროპლასტიკა)

•  ლაზერული აპლიკაციები

 

 

ესთეტიკური ქირურგია

სახის არეალის ოპერაცია მოიცავს

• სახის ლიფტინგი

• ამწევი ძაფები

• წარბების ლიფტინგი

• ქუთუთოების ქირურგია

• ცხვირის ფორმის შეცვლა

• ნიკაპის გადიდება ან შემცირება

•  ყურების კორექცია

• კისრის ლიფტინგი

• ცხიმოვანი ქსოვილის ინექცია სხეულის მიდამოებიდან სახის კანში

• აკნეს და სხვა ნაწიბურების მკურნალობა

ტორსის პროცედურები მოიცავს მკერდის გადიდებას, შემცირებას და აწევას, მუცლის შეკუმშვას (აბდომინოპლასტიკა), მკერდის შემცირებას მამაკაცებში (გინეკომასტია), მკლავების და ბარძაყის აწევას, ჭარბი ცხიმისა და კანის მოცილებას მუცლიდან, თეძოებიდან, დუნდულოებიდან, ზურგიდან,  მუხლებიდან, ხელებიდან და ნიკაპის პლასტიკას.

რეკონსტრუქციული ქირურგია

• სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია მასტექტომიის შემდეგ

• ტუჩისა და სასის ნაპრალის ოპერაცია

• თავისა და კისრის რეკონსტრუქცია კიბოს შემდგომ

• ტრავმული დაზიანებების შემდეგ მოტეხილობების, რბილი ქსოვილების, მყესების და ნერვების დაზიანების აღდგენა

• ქრონიკული ჭრილობების, წნევის წყლულების და დამწვრობის მკურნალობა

• ნაწიბურების პლასტიკა

• კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაზიანებების, ფლაპების და გრაფტების ქირურგიული მოცილება

• თანდაყოლილი დეფექტების და დეფორმაციების ქირურგიული კორექცია

• გარეთა სასქესო ორგანოების რეკონსტრუქცია

bottom of page