
About
ნეირო ქირურგია
ხერხემლისა და ტვინის ნეიროქირურგია მოითხოვს უმაღლეს პროფესიონალიზმს და დიდ სიზუსტეს. საუკეთესო შედეგისთვის პაციენტები ოთავსდნენ საუკეთესო სამედიცინო ცენტრებში დადასტურებული წარმატებული გამოცდილებით, მაღალპროფესიონალური სამედიცინო გუნდით და მაღალი დონის ტექნოლოგიით.
გამოყოფენ:
-
ხერხემლის ქირურგიას,
-
ნეიროონკოლოგიას,
-
ნეიროვასკულარული ქირურგიას,
-
ფუნქციური ნეიროქირურგიას.
უახლესი ტექნოლოგიები, მათ შორის ინტრაოპერაციული MRI მოწყობილობა ოპერაციის დროს, რეალურ დროში უზრუნველყოფს ქირურგს რადიოლოგიური ვიზუალიზაციით, ნეირონავიგაციის სისტემა ეხმარება მას ნერვის დაზიანების პრევენციისთვის, ხოლო გამა- Knife ICON უზრუნველყოფს რადიოქირურგიას უზუსტეს ფარგლებში.
წარმატებით ტარდება ტვინის ისეთი სიმსივნეების ქირურგია, როგორიცაა მენინგიომა, ქორდომები, შვანნომა და თავის ქალას ფუძის სისხლძარღვთა მანკები(ანევრიზმები, არტერიოვენოზური და კავერნოზული მალფორმაციები).
თავის ტვინის სიმსივნის ქირურგია
ქირურგია არის ტვინის სიმსივნის მკურნალობის მთავარი ვარიანტი. მიზანია სიმსივნის მთლიანად მოცილება ან, თუ ის მდებარეობს მგრძნობიარე ადგილას, რაც შეიძლება მეტი სიმსივნური ქსოვილის რეზექცია სასიცოცხლო ფუნქციებზე ზემოქმედების გარეშე. შემთხვევიდან გამომდინარე, ოპერაცია შეიძლება მოიცავდეს კრანიოტომიას ან ნაკლებად ინვაზიურ პროცედურებს, როგორიცაა ნეიროენდოსკოპია. ვინაიდან სიმსივნის მთლიანი რეზექცია გადამწყვეტია გადარჩენისთვის, არჩევანი უნდა გაკეთდეს გამოცდილ ნეიროქირურგზე და საუკეთესო ნეიროქირურგიულ ცენტრზე. ამჟამად არსებული მოწინავე ტექნოლოგიების გარეშე ოპერირება გაუმართლებელია, ისინი ეხმარება ნეიროქირურგებს, რათა უზრუნველყონ საუკეთესო შედეგი სიმსივნით დაავადებულებში.
ეპილეფსიის ქირურგია
პაციენტების დაახლოებით 20-30%-ს აქვს წამლისადმი რეზისტენტული ან რეფრაქტერული ეპილეფსია. ეს ნიშნავს, რომ კრუნჩხვების მედიკამენტებით კონტროლი შეუძლებელია. ზოგიერთი ასეთი პაციენტისთვის ოპერაცია შეიძლება იყოს საუკეთესო ალტერნატივა.
• ფოკალური რეზექცია: თავის ტვინში მცირე უბნის ამოკვეთა, საიდანაც ხდება კრუნჩხვების პროვოცირება;
• კორპუს კალოსოტომია: ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის ნერვული ბოჭკოების დაზიანება, მათ შორის კრუნჩხვების გავრცელების თავიდან ასაცილებლად
• ჰემისფერექტომია: თავის ტვინის ერთი ნახევარსფეროს გათიშვა მეორესთან იმ შემთხვევებში, როდესაც დაზიანებულია თავის ტვინის ერთი მხარე.
• ვაგუსის ნერვის სტიმულაცია;
ეპილეფსიის ქირურგიის მიზანია კრუნჩხვების აღმოფხვრა, მათი სიხშირის შემცირება ან კრუნჩხვების სიმძიმის შემცირება.
პარკინსონის დაავადების ქირურგიული მკურნალობა (ტვინის ღრმა სტიმულაცია)
ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) არის ოპერაცია, რომელიც ტარდება პარკინსონის დაავადების სიმპტომების შესამცირებლად, როდესაც მედიკამენტები არ არის ეფექტური. ოპერაცია გულისხმობს ელექტროდების იმპლანტაციას ტვინის კონკრეტულ უბანში, რათა დაარეგულიროს დაავადებით დარღვეული ელექტრული აქტივობა. ზონა ზუსტად განისაზღვრება ტვინის ტომოგრაფიისა და MR გამოსახულებების საშუალებით. DBS ოპერაცია ეფექტური ვარიანტია პარკინსონის დაავადების საწყის სტადიაზე მყოფი ადამიანებისთვის, რომლებიც რეზისტენტულია წამლის თერაპიის მიმართ ან აქვთ ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი. ბევრი მათგანისთვის ოპერაცია იძლევა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შანსს.
გამა დანით რადიო ოპერაცია - სხივური ქირურგია
გამა დანა არის არაინვაზიური ინსტრუმენტი სტერეოტაქსიური რადიოქირურგიისთვის (SRS) ჭრილობის გარეშე. ის იყენებს მაღალსიხშირულ რადიაციულ სხივს, რომელიც ზუსტად არის ორიენტირებული დაავადებულ უჯრედებზე. Gamma Knife მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ტვინში არსებული სხვადასხვა პრობლემების სამკურნალოდ, მათ შორის:
• თავის ტვინის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები მკაფიო კიდეებით
• ფუნქციური პრობლემები, როგორიცაა პარკინსონის დაავადება და ტრიგემინალური ნევრალგია
• ტვინის სისხლძარღვთა პრობლემები, როგორიცაა არტერიოვენური მალფორმაციები და კავერნომა
დისკის თიაქრის მკურნალობა (დისკექტომია)
დისექტომია არის ქირურგიის ტიპი, რომელიც ტარდება ნერვის შეკუმშვის შესამსუბუქებლად თიაქარი დისკის ნაწილის (ნაწილობრივი დისკექტომია) ან სრული ამოღებით. ოპერაციის დროს მტავარი საფრთხეა ნერვების განცალკევებისას და დისკის ქსოვილის გამოყოფისას მათი დაზიანება. დღესდღეობით შესაძლებელია ნერვების უკეთ დაცვა ენდოსკოპიური ინტერვენციების ან მიკროდისცექტომიის გამოყენებით, რომელიც ტარდება მიკროსკოპული მიდგომით.
ტრიგემინალური ნევრალგიის ქირურგია
მიკროვასკულარული დეკომპრესია (MVD), რიზოტომია, ბალონირება - შეიძლება გამოყენებულ იქნას ტკივილის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად. ასევე შესაძლებელია გამა დანით მკურნალობა.