top of page
making surgeon

Empowering Health Through Surgical Excellence

ზოგადი ქირურგია

ჩვენი არჩევანი  ზოგადი ქირურგიის კლინიკებს შორის ხდება სპეციფიური მოთხოვნების შესაბამისად,  გამოცდილი ექიმების მონაწილეობით, რომლებიც მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ სუბსპეციალობის მიხედვით დახელოვნების კუთხით,  არჩევანი კეთდება იმ კლინიკებში, სადაც  ყველაზე ხშირად წარმოებს ესათუ ის  ქირურგიული მკურნალობა.

კუჭ-ნაწლავის ქირურგია

კუჭისა და ნაწლავების ქირურგიული დაავადებების მკურნალობამ დიდი პროგრესი განიცადა ენდოსკოპიური და ლაპაროსკოპიული ქირურგიული ტექნიკის გაუმჯობესებით. განსაკუთრებით დასაფასებელია  პროფესიონალების გამოცდილება მსხვილი ნაწლავის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და ენდოსკოპიური და ლაპაროსკოპიული ქირურგიული მკურნალობის საქმეში. დროულად  დასმული დიაგნოზი და მინიინვაზიური მკურნალობა 21-ე საუკუნის არჩევანია.

ვიძლის, პანკრეასის, ნაღვლის სადინარების ქირურგია

ონკოლოგიურ მკურნალობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს ღვიძლისა და პანკრეასის სიმსივნეების მკურნალობაში. ამ პროცედურებში გამოცდილი ქირურგების გარდა, მონაწილეობს ინტერვენციული რადიოლოგის, ენდოსკოპისტისა და ონკოლოგებით შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდი, რაც გვაძლევს ახალ შესაძლებლობას ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებების სამკურნალოდ. ამიტომ არჩევანიც სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით იქმნება.

მამოლოგია

ძუძუს დაავადებებით შეპყრობილი ქალებისთვის არჩევანი კეთდება ისეთ კლინიკებზე, სადაც  პაციენტებს მოემსახურება უნიტარული სტრუქტურის ფარგლებში  მცირე ინტერვენციის საპროცედუროებით,  თანამედროვე მამოგრაფითა  და ექოსკოპებით აღჭურვილი გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული ინფრასტრუქტურა.  ჯანდაცვის სერვისები ტარდება სიმსივნური კომიტეტის ხელმძღვანელობით, რომელიც შედგება ზოგადი ქირურგიის, რადიოლოგიის, პათოლოგიის, სამედიცინო და რადიაციული ონკოლოგიის დარგების სპეციალისტებისგან.  პაციენტები  ერთ სივრცეში იღებენ მომსახურეობას, ხოლო ძუძუს ქირურგიის შემთხვევაში, ოპერაციის დასასრულ ხდება იმპლანტების ჩანერგვა.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობა

ფარისებრი ჯირკვლის პაციენტების მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარდა მოითხოვს ენდოკრინოლოგიისა და ბირთვული მედიცინის სფეროს სპეციალისტების მონაწილეობას. ჩვენს მიერ არჩეულ ფარისებრი ჯირკვლის კლინიკაში პაციენტები მკურნალობენ ამ სამ დარგში გამოცდილი სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროტოკოლების შესაბამისად.

 

კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკის მისიაა უზრუნველყოს პაციენტზე ორიენტირებული, მეგობრული, კვალიფიციური, საიმედო მომსახურება, სამედიცინო ხარვეზების გარეშე. ყველა კლინიკურ ქირურგიულ პრაქტიკაში, რომელთა შორის წამყვანია  მინიმალური ინვაზიური (ლაპაროსკოპიული - უსისხლო ქირურგია) და გადაუდებელი ქირურგია, ამ კლინიკებში რეგულარულ სასწავლო შეხვედრებზე,ფასდება ოპერაციები, რომლებიც განხორციელდა ან უნდა ჩატარდეს. ხდება ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა ჯგუფის კოლეგებს შორის.  

 

მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის (მსხვილი ნაწლავის) დაავადებებში ყველა ინტერვენცია ტარდება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. კერძოდ, ანუსის  დაავადებების დროს, როგორიცაა ბუასილი, ფისტულები და ნაპრალები, ტარდება უახლესი უპერაციები..

 

რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენი, ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული, ანგიოგრაფია, ქოლანგიოგრაფია), ენდოსკოპია და პერკუტანული ბიოფსიის მეთოდები გამოიყენება შესაბამის სპეციალისტებთან კოორდინირებულად, რათა მიიღონ მონაცემები პაციენტის მოვლისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის.

ზოგადი ქირურგიის ნოზოლოგიები:

 

  1. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჩიყვი, ჰიპერთირეოზი)

  2. სარძევე ჯირკვლის კიბო და სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები

  3. საყლაპავის კიბო და კეთილთვისებიანი დაავადებები

  4. კუჭის კიბო

  5. წვრილი ნაწლავის ქირურგიული დაავადებები, ნაწლავის გაუვალობა;

  6. მსხვილი ნაწლავი - სწორი ნაწლავის სიმსივნეები, ანთებითი დაავადებები

  7. ანორექტალური ანომალიები: სიმსივნე, ბუასილი, ანალური ნაპრალი, ფისტულა

  8. ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები, ღვიძლის კისტა

  9. ობსტრუქციული სიყვითლე

  10. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქვები და სიმსივნეები

  11. პანკრეასის კისტა და სიმსივნე

  12. მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი

  13. ელენთა ქირურგიული დაავადებები

  14. მუცლის კედლისა და საზარდულის თიაქარი, პოსტოპერაციული თიაქარი

  15. რბილი ქსოვილების სხვადასხვა ინფექციები

  16. ტრავმები და გადაუდებელი ოპერაცია.

bottom of page