top of page

ჩვენი სერვისები

პერსონალიზებული მედიცინა

მეორე აზრი - ალტერნატიული მოსაზრება პაციენტის დიაგნოზზე ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს მეორე, განსხვავებული აზრი კვალიფიციური ექიმისგან, ასევე ალტერნატიული მოსაზრებები დიაგნოზის და მკურნალობის მეთოდების შესახებ. მძიმე დაავადების დიაგნოზი არის ერთგვარი განაჩენი, რომელიც უპრიანია, განხილულ იქნეს ექიმთა სხვა ჯგუფის მიერაც, ეს პაციენტის ძირითადი უფლებაა. მთავარია, ალტერნატიული მეორე აზრი ისეთი პროფესიონალების მულტიდარგობრივი ბორდის მიერ იქნეს განხილული, რომელიც პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტას შემოგვთავაზებს. კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკისთვის მიმართვის შემთხვევაში, დიაგნოზის, მკურნალობის კურსის, დაავადების მართვის ოპტიმალურ მეთოდზე გაიგებთ იმ სპეციალისტების მოსაზრებას, რომელსაც პაციენტი მიმართავს დამოუკიდებლად - საკუთარი სურვილით. განსაკუთრებით მნიშნელოვანია კოსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკის მომსახურეობა იმ შემთხვევაში თუ: - პაციენტი არ არის დარწმუნებული დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის მართებულობაში; - პაციენტს სურს არსებული დიაგნოზის გადამოწმება; - სურს დარწმუნდეს ნამდვილად სარგებლობს თუ არა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით; - როცა დანიშნული მკურნალობის კურსი დაავადებასთან უძლურია და სხვა. - ყველა პაციენტს აქვს უფლება მისთვის გასაგები ფორმით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და მოიძიოს განსხვავებული აზრი და მიდგომა - საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. - პაციენტის კანონიერი უფლება და არჩევანია, მიმართოს საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტებს და გაიგოს, რას ურჩევენ. ეს არ წარმოადგენს რაიმე საჩოთიროს და ბევრი ახსნა-განმარტება არაა აუცილებელი იმისთვის, თუ ალერნატიულ აზრს რატომ ეძიებს ავადმყოფი. - კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკსი წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ექიმებთან. - კონსულტაციაზე პაციენტმა თან უნდა იქონიოს ყველა სამედიცინო ჩანაწერი (ფორმა #100, რადიოლოგიური კვლევები, სისხლის სხვადასხვა ანალიზის პასუხები, ინფორმაცია დანიშნული მედიკამენტების შესახებ და ა.შ); ა) დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ინგლისურად ან იმ ენაზე, რომელ ქვეყანაშიც გსურთ მომსახურების მიღება. ბ) თუ სარგებლობთ კერძო დააზღვევით შეგიძლიათ გადაამოწმოთ პირად სადაზღვევო მენეჯერთან აზღვევს თუ არა თქვენი პაკეტი Second Opinion-ის სერვისს.

მიიღე მეორე შანსი

Tsinandali, 9/16, Tbilisi, Georgia

+995 511 33 22 55

  • Facebook
  • Instagram
  • Whatsapp

Thanks for submitting!

bottom of page