სიახლე პანკრეასის კიბოს, ღვიძლის კიბოს და ოლიგომეტასტაზური კიბოს მკურნალობაში!
- Tea
- Oct 6, 2023
- 1 min read
Updated: Nov 8, 2023

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დაგეგმარებული სხივური თერაპია ხორციელდება მსოფლიოში უახლესი აპარატით - MRIdian®, რომელიც ეფექტურია კიბოს უმეტეს შემთხვევაში, მათ შორის, პარენქიმული ორგანოების სიმსივნეების დროს.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დაგეგმარებული სხივური თერაპია MRIgRT ეს არის კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც აერთიანებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI) და სხივურ თერაპიას ერთ სისტემაში. ის იძლევა რა სიმსივნისა დამიმდებარე ქსოვილების რეალურ დროში გამოსახულებას რადიაციული თერაპიის დროს, უზრუნველყოფს ზუსტ დამიზნებას სიმსივნეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ავადმყოფის სიმსივნის დასხივებისას სხეულის პოზიციის ცვლილებებთან ადაპტაციისთვის(სუნთქვითი, ნაწლავების მოქმედებისმიერი მოძრაობები ცვლის დასხივების სიზუსტეს და შედეგს).
MRIdian®-ის ჭკვიანი ტექნოლოგია აერთიანებს მაღალი რეზოლუციის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების (MRI) ტექნიკას უკიდურესად ზუსტ რადიაციულ თერაპიას.
უპირატესობები:
საუკეთესო შედეგი შინაგანი ორგანოების დასხივებისას(მათ შორის პანკრეასის, ღვიძლის, ოლიგომეტასტაზური კიბოს დროს);
სიმსივნეების მკურნალობა გაცილებით უფრო ზუსტ ფარგლებში წარმოებს, ვიდრე ჩვეულებრივი სხივური თერაპიის დროს;
დასხივების ნაკლები სეანსები;
გვერდითი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა;
განკურნების მაღალი ალბათობა.
MRIdian® გამოყენების ჩვენებაა:
პანკრეასის კიბო
პროსტატის სიმსივნე
ფილტვის კიბო
ღვიძლის კიბო
ძუძუს კიბო
ოლიგომეტასტაზური კიბო
თირკმლის კიბო
კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკი წარმოადგენს GenesisCare Spain-ს პარტნიორს, გთავაზობთ დიაგნოსტიკას და მკურნალობას MRIdian®-ით, ესპანეთის საუკეთესო კლინიკებში.
კონსილიუმ პრესიჟენ დიაგნოსტიკს Consilium Precision Diagnostics
მოგვმართეთ:
info.diagnostics@yahoo.com
Tel: +995 511 33 22 55
Comments